მადრიდისტებმა რამოსს დადებული პირობა გაახსენეს
მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ სტადიაზე „რეალი“ და „პსჟ“ დაწყვილდნენ, სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარული გახდა სერხიო რამოსის 2019 წლის ინტერვიუდან ამონარიდი.
„არასდროს წავალ იმ კლუბში, რომელსაც სამეფო გუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. „რეალის“ რიგებს მხოლოდ მაშინ დავტოვებ, როდესაც ვიგრძნობ, რომ ფიზიკური კონდიციები აღარ მემორჩილება და აღარ მაძლევს უმაღლეს დონეზე ასპარეზობის საშუალებას.“
სამწუხაროდ, „ბლანკოსის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა თავისი სიტყვა ვერ შეასრულა. ანდალუსიელს სულ რაღაც რამდენიმე თვეში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოუწევს ბურთაობა და ამჯერად უკვე მოწინააღმდეგის რანგში.
- 13 დეკემბერი 2021
- 1 492
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.