ბენზემა არ ისვენებს
მადრიდულ დერბიში დაფიქსირებული სასურველი შედეგის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ გუნდში 2 დღიანი დამსახურებული არდადეგები გამოაცხადა.
დღეს, „რეალის“ საწვრთნელ ბაზაზე მყუდროება კარიმ ბენზემამ დაარღვია. მიუხედავად უქმე დღისა, ფრანგი თავდამსხმელი „ვალდებებასზე“ იმყოფებოდა, სადაც გარკვეული სავარჯიშოები შეასრულა.
„ცხრიანი“ ფიქრობს, რომ დასვენების დრო არ არის, რადგან „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ მიღებული ტრავმა ბოლომდე აქვს მოსაშუშებელი, რათა მოედანზე ყოფნა 90 წუთის განმავლობაში შეძლოს.
როგორც იცით, შემადგენლობის მთავარმა გოლეადორმა „ინტერთან“ დაპირისპირება გამოტოვა, ხოლო „ატლეტიკოსთან“ მხოლოდ პირველ ტაიმში გაისარჯა, თუმცა 45 წუთი მისთვის საკმარისი გამოდგა გოლის გასატანად.
სამეფო კლუბს მომდევნო პაექრობის ჩატარება კვირას, გასავარდნ ზონაში მყოფ „კადისთან“ მოუწევს. მთავარ მწვრთნელს თავისუფლად შეუძლია კარიმის თამაშგარეშე დატოვება, მაგრამ სხვანაირად ფიქრობს თავად მოთამაშე. მისი სურვილია თითოეულ ჯახში მიიღოს მონაწილეობა.
MARCA
- 13 დეკემბერი 2021
- 632
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.