ბექჰემი:"მოუსთან ერთად "რეალს" 3 ტიტულის მოგება შეუძლია"
დევიდ ბექემმა მის ყოფილ გუნდზე ვრცლად ისაუბრა. ბექემმა განაცხადა, რომ თუ პერესი მაშინ "სამეფო" კლუბში დარჩებოდა, შესაძლებელი იყო, რომ მისი კარიერა სწორედ მადრიდის "რეალში" დასრულებულიყო.
ბექჰემმა 19 სხვა და სხვა ქვეყნის ეროვნების ჟურნალისტებს უპასუხა. ( ესპანეთი, ინგლისი, ტაივანი, კორეა ჰონგ კონგი, ინდოეთი, მალაისია, ავსტრალია, სინგაპური, ფილიპინასი, შეერთებული შტატები, კანადა, ბრაზილია, მექსიკა, არგენტინა. გერმანია იტალია და საფრანგეთი.)
თქვენ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელებთან თამაშობდით, მათგან ვინ იყო საუკეთესო?
"მე გარი ნიველს დავასახელებ, ის ჩემი კარგი მეგობარია, ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედში" ბევრ რამეს მივაღწიეთ ერთად და ინგლისის ნაკრებშიც სწორედ ერთად მივედით. გარი უბრალოდ ჩემი მეგობარია, საუკეთესოები კი რობერტო კარლოსი, რონალდო კანტონა და ზინედინ ზიდანი არიან, თუ მეტყოდით ვინ არის მათ შორის საუკეთესო, მე ფრანგ გენიოსს ზინედინ ზიდანს დავასახელებდი, ის ნამდვილი გენიოსია. ზინედინი ყველასგან გამორჩეულია."
როგორ გსურთ დაასრულოთ თქვენი კარიერა?
"მე ძალიან მსურს 2014 წლის მუნდიალზე ვითამაშო, ძალიან მინდა გოლი ბრაზილიას გავუტანო, გოლი, რომელიც ინგლისს გამარჯვებას მოუტანს. მართალია მე მაგ დროს 39 წლის ვიქნები, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია."
ბევრი ცნობილი ფეხბურთელები, რომლებიც კარიერას ასრულებენ, ხშირად მწვრთნელად განაგრძობენ მუშაობას, არის შანსები იმის, რომ თქვენ მომავალში მწვრთნელი იქნებით?
"სიმართლე გითხრათ ამაზე არ მიფიქრია, მე ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ ფეხბურთის სამყაროს, მე ბევრი მწვრთნელი გამოვიცვალე, მაგრამ მათგან ყველაზე მეტად სერ ალექს ფერგიუსონი გამოირჩევა. ახლა ჩემი მიზანია ტრავმა მოვიშუშო და ფეხბურთს დავუბრუნდე, მე მწვანე მინდორთან განშორება ძალიან მიჭირს, ფეხბურთის დატოვებას ჯერ არ ვაპირებ, მე ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, როცა კარიერას დავასრულებ, შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებ."
რას იტყვით "რეალის" ახალ მწვრთნელზე ჟოზე მოურინიოზე, გგონიათ, რომ მასთან ერთად "სამეფო კლუბი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს და ძველებურ დიდებას დაიბრუნებს?
"ჟოზე მოურინიო დიდებული ადამიანი და შესანიშნავი მწვრთნელია, მან პრემიერ ლიგაში ყველაფერი მოიგო, შემდეგ იტალიაში წავიდა და იქაც ყველაფერი გააკეთა კლუბისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჟოზეს "რეალი" სულ სხვა იქნება. თუ ჩემპიონთა ლიგას "მანჩესტერ იუნაიტედი" არ მოიგებს, მაშინ ამ ტიტულის მფლობელი "ბლანკოსი" გახდება, მე ამაში დარწუნებული ვარ."
ესპანეთმა მუნდიალის ტიტული სამართლიანად მოიპოვა?
"ესპანეთმა ტიტული დამსახურებულად მოიპოვა, მე მინდა მათ გამარჯვება მივულოცო და საუკეთესო ვუსურვო. ინგლისის ნაკრებმა გერმანიასთან კარგად ითამაშა, მაგრამ თამაში ისე არ დასრულდა, როგორც ჩვენ ველოდით."
გაგიხარდათ ესპანეთის მოგება?
"რა თქმა უნდა, მე ფინალში ესპანეთს ვქომაგბდი, ესპანეთმა წელს ყველაზე კარგად და ყველაზე ლამაზად ითამაშა, წითლებისგან განსაკუთრებით სერხიო რამოსი გამოირჩეოდა, ისე ახალგაზრდაა და წინ კიდევ ბევრი რამ ელის. იკერ კასილასმა დაუჯერებელი რამ გააკეთა, იკერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, ამაზე სხვა აზრი არ არსებობს, მან რობენს დაუჯერებელი ბურთი აუღო, იკერმა ესპანეთი ფინალში წაგებისგან იხსნა."
როგორი გრძნობა დაგეუფლად, როდესაც თქვენ "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაშობდით?
"ამას სიტყვებით ვერ გამოვხატავ, მე მაშინ ძალიან ვნერვიულობდი, ყოველთვის მენატრებოდა "ოლდ ტრაფორდზე" თამაში, მე აქ სათამაშოდ დავბრუნდი, მაგრამ სამწუხაროდ "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ემოციური დღე იყო."
თქვენ ბევრი რამ მოიგეთ თქვენს კარიერაში, დაგრჩათ რაიმე ოცნება ასახდენი?
"ინგლისთან ერთად რაიმე ტიტულის მოგება, მე ჩემს ნაკრებში 3 მუნდიალი ვითამაშე, მაგრამ სამწუხაროდ სამივე წარუმატებელი იყო, მე ძალიან მსურს ინგლისთან ერთად რაიმე ტურნირში გავიმარჯვო, გვიან ჯერ კიდევ არ არის, ნაკრების დატოვებას არ ვფიქრობ."
თუ თქვენ დევიდ ბექემი არ იქნებოდით, მაშინ რომელი ფეხბურთელი მოგეწონებოდათ რომ ყოფილიყავით?
"ზინედინ ზიდანი, ზიზუ გენიაა, როცა ის მოედნის ცენტრში ბურთით დარბოდა, მე ვჩერდებოდი და მის თამაშს ვააკვირდებოდი, მე მისი თამაშის სტილით სიამოვნებას ვიღებდი, არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც ზიდანს შეედრება."
გუსრთ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეთ?
"ეს ჩემს გეგმებში არ შედის, თუ მე ინგლისის იგაში დავბრუნდები, მაშინ მომიწევს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში, ამის გაკეთება მე დიდ ტკივილს მაყენებს, მსურს თამაში ესპანეთში გავაგრძელო."
გვითხარით 3 რამ, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეგიძლიათ
"ჩემი ცოლი ვიკტორია, ჩემი 3 შვილი და ფეხბურთი".
დაასრულა ინგლისის ლეგენდამ დევიდ ბექემმა.
ინფორმაციის წყარო Marca.com
- 15 ივლისი 2010
- 1 583
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.