რა მოხდა ალაბასა და სუარესს შორის?
მადრიდული დერბის მიწურულს მოედანზე სიტუაცია დაიძაბა.
88-ე წუთზე, როდესაც ბურთი თამაშში იყო, მატეუ ლაოსმა სასტვენით შეაჩერა მატჩის მიმდინარეობა და „რეალის“ საჯარიმოს მისადგომებისკენ გაემართა, სადაც დავიდ ალაბა და ლუის სუარესი ცხარედ კამათობდნენ. ესპანელ არბიტრს მტყუან-მართალის გარჩევა არ დაუწყია - ორივე ყვითელი ბარათით დაასაჩუქრა, რის შემდეგაც ფეხბურთელები დაშოშმინდნენ.
ამ ეტაპისათვის, ადგილობრივი მედიისთვის უცნობია, რა გახდა ავსტრიელისა და ურუგვაელის უთანხმოების მიზეზი, თუმცა, როგორც იწერება, თამაშის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებმა წყენა მინდორზე დატოვეს და ერთმანეთს გადაეხვივნენ.
- 13 დეკემბერი 2021
- 5 411
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.