მოდრიჩი: „მადლობა სიყვარულისთვის“
ლუკა მოდრიჩი მადრიდული დერბის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. ხორვატმა ნახევარმცველმა დიდებული თამაში შეთავაზა მეტოქეს. მან ნამატჩევს კლუბის ტელევიზიასთან ჩაწერა კომენტარი.
„უბრალოდ შეუდარებლია, როდესაც მთელი სტადიონი შენს გვარს ჰყვირის. კიდევ ერთელ მადლობას ვუხდი მადრიდისტებს იმ სიყვარულისათვის, რასაც ამდენი წლის განმავლობაში მათგან ვიღებ.“
„როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მწვრთნელების დახმარებით, საკმაოდ ნაყოფიერი პრე-სეზონი ჩავატარე. უნდა შევინარჩუნეთ ეს ტემპი, ვინაიდან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.“
„როგორც იქნა, დერბი საკუთარი ქომაგების წინაშე ვითამაშეთ. მათგან ყოველთვის დიდი ენერგია მოდის, რაც ძალიან გვეხმარება. ჩვენ დავატმკიცეთ, თუ რას ნიშნავს თითოეული ფეხბურთელისათვის „ბერნაბეუზე“ ასპარეზობა. ყოველი მომდევნო დაპირისპირებისათვის სათანადო კონცენტრაციის გამოვლენაა საჭირო.“
BD
- 13 დეკემბერი 2021
- 1 088
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.