ვინი თანაგუნდელზე: „ის ყოველთვის მეუბნება, თუ რა უნდა გავაკეთო“

ვინი ჯუნიორი დიდებულად გამოიყურებოდა „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. აღსანიშნავია, რომ თამაში დაწყებამდე, შემტევს ლა ლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტროფეი გადასცეს.

„ვფიქრობ, კონცენტრაციისა და მენტალობის თვალსაზრისით, სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. როდესაც მოედნის ცენტრში 3 ასეთი ნახევარმცველი გყავს, საკმაო მარტივია წინა ხაზში ბურთაობა. მსგავს ტემპში უნდა გავაგრძელოთ, რათა მაისში დიდი გამარჯვება ვიზეიმოთ.“

„ძალიან ბედნიერი ვარ 2 საგოლე გადაცემის შესრულებით და კარიმისათვის დახმარების გაწევით. საკმაოდ რთული დაპირისპირება გამოდგა.“

„ჩემს ასაკში ასეთ დონეზე ასპარეზობა ნორმალურია. საუკეთესო მოთამაშეების გვერდით ყოფნა ბევრად აადვილებს საქმეს.“

„მატეუ ლაოსი ბევრს საუბარობს თამაშის განმავლობაში (იცინის). ასეთი ტიპის შეხვერები ყოველთვის მაღალი ტემპერატურით გამოირჩევა.“

„კურტუა შეუდარებელია. ჩემთვის ტიბო მსოფლიოს საუკეთესო კარის დარაჯია. მას ლომის წვლილი შეაქვს გუნდის წარმატებაში.“

„ლუკა ბრწყინვალეა. განცდა მეუფლება, რომ ის არა 36-ის, არამედ 22 წლის არის. ყოველთვის ფოკუსირებულია. განვლილ დერბიში უბრალოდ შესანიშნავად გამოიყურებოდა და თუ ასეთ კონდიციებს შეინარჩუნებს, არა ერთი ჯილოს მფლობელიც გახდება. მოდრიჩი ყოველთვის მეუბნება, თუ რა უნდა გავაკეთო. ჩვენ საუკეთესო ნახევარდაცვა გვყავს.“

BD

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (250)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)