ანჩელოტი: „ვინისიუსს უბრალოდ ვეუბნები, რომ...“
კარლო ანჩელოტიმ მადრიდულ დერბიში მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.
„სხვობა სატურნირო ცხრილში? არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ეფექტის დამსახურებაა. მე მყავს გუნდი, რომელიც მშვიდად ყოფნის საშუალებას მაძლევს, ვინაიდან ვიცი მათი პოტენციალისა და საქმიანობის შესახებ. ჩემი შეგირდები საკმაოდ კარგად ართმევენ დაკისრებულ დავალებებს თავს. “
„მომწონს ფეხბურთელების ასპარეზობა უკანა ხაზში. ჩვენ გამოვასწორეთ გარკვეული ასპექტები და გავხდით მეტად სოლიდურნი.“
„ნამატჩევს მოდრიჩს გადავეხვიე და მივულოცე. მან შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა. არ მახსოვს კონკრეტულად რა ვუთხარი, მაგრამ ხორვატი შეუდარებელი იყო, როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე თამაშის დროს.“
„თამამდ შეიძლება ითქვას, რომ პრიმერა დივიზიონის ფავორიტები ვართ, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. მსგავს ტემპში უნდა გავაგრძელოთ.“
„ვერ გეტყვით, როგორ განვითარდება მოვლენები ჩემპიონთა ლიგაზე. „რეალი“ ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე იბრძოლებს.“
„მადრიდში ყოფნა მაბედნიერებს. როდესაც პირველად დავინიშნე სამეფო კლუბში, სადებიუტო სეზონი დიდებული გამოდგა, მომდევნო წელს კი, მიჯრით 22 მატჩი მოვიგეთ, თუმცა დასკვნით ნაწილში კრახი განვიცადეთ. რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს ეს პერიოდი. ვფიქრობ, მაშინ მიღებული გამოცდილება ბევრ რამეში დამეხმარება.“
„ვინი პროგრესირებს. მასთან ბევრს არ ვსაუბრობ, ვინაიდან ამის საჭიროება არ დგას დღის წესრიგში. ბრაზილიელს უბრალოდ ვეუბნები, რომ იყოს ეფექტური და დრიბლინგებს მხოლოდ სათანადო მომენტში მიმართოს. განვლილ დერბიში, მას მარკოს ლორენტესთვის სხვადასხვა ფინტებით თავბრუ არ დაუხვევია, მაგრამ, 2 ასისტით გამოირჩა, რაც ძალიან დაეხმარა გუნდს გამარჯვებაში.“
marca
- 13 დეკემბერი 2021
- 3 913
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.