130 მილიონი ევრო ვინისიუს ჟუნიორის სანაცვლოდ - „რეალს“ პრობლემები აქვს!
ფრანგული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ ვინისიუს ჟუნიორთან დაკავშირებით ძალიან მიმზიდველ შეთავაზებას მიიღებს...
130 მილიონი ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, ხოლო თავად ვინის 6 წლიანი კონტრაქტი და წლიურად 17 მილიონი. სწორედ ასე ფორმულირდება „პსჟ“-ს შეთავაზება, რომელსაც ალ ჰელაიფი ამზადებს.
იმ ფონზე, რომ ფლორენტინო პერესი შემტევთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს, პარიზული მხარე სერიოზულად აქტიურდება. „პსჟ“-ში იციან, რომ მბაპეს შენარჩუნებას ვერ მოახერხებენ და „ბლანკოსისთვის“ ვინისიუსის წართმევა უნდათ.
6 წელიწადში მხოლოდ ხელფასის სახით ვინი 102 მილიონ ევროს მიიღებს, ამას დაემატება ბონუსები და სხვა სარეკლამო შემოსავლები.
მადრიდში ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ პერესი ბრაზილიელს წასვლის საშუალებას არ მისცემს, თუმცა მაგიდაზე საკმაოდ სერიოზული წინადადება და ასტრონომიული თანხა დევს!
- 12 დეკემბერი 2021
- 9 926
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.