ბენზემა - რეალის ყველაზე ეფექტური ფეხბურთელი
კარიმ ბენზემამ წინასასეზონო შეკრებებზე თავი საუკეთესო მხრიდან გამოაჩინა და ამ მომენტისთვის იგი რეალის ყველაზე ეფექტური ფეხბურთელია. მადრიდის რეალმა საკონტროლო მატჩებში 15 გოლის გატანა შეძლო. აქედან 12 გაიტანეს იმ ექვს თამაშში, რომელშიც ფრანგმა ფორვარდმა მიიღო მონაწილეობა. მან კი 6 გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა.
შერმეკ როვერს - მადრიდის რეალი (0-1 ბენზემა)
86 წუთი: კარიმ ბენზემამ შესანიშნავად დაამუშავა ჰაინცეს გადაცემა, რომელიც მან თავისი საჯარიმოდან გააკეთა. მცველებთან მოიგო პოზიციური ბრძოლა და მისგან შორეულ დაბალ კუთხეში გადაგზავნა ბურთი. რეალმა ამ ბურთის წყალობით გამარჯვება მოიპოვა.
მადრიდის რეალი - ალ-იტიჰადი (1-1 რაული)
55 წუთი: ბენზემამ მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი და დაინახა კარგ პოზიციაში მყოფი კაპიტანი, კარიმს გარჯა დაუფასა რაულმა და ეპიზოდი გოლით დასრულდა.
ტორონტო - რეალი (0:1 რაული)
12 წუთი: ბენზემამ პასი მიიღო კაკასგან და შევიდა საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან, მცველებმა კარიმის პასის შემდეგ ბურთის კარგად გამოტანა ვერ შეძლეს და პირდაპირ რეალის კაპიტანს მიუგორეს, რომელმაც შესანიშნავად გამოიყენა მომენტი.
ტორონტო - რეალი (0:2 რონალდო)
17 წუთი: რონალდომ და ბენზემამ ეგრეთ წოდებული "სტენკა" გაითამაშეს, რონალდომ თავით მისცა პასი კარიმს და საჯარიმოსკენ გაიქცა, კარიმმა შენიშნა კრისტიანოს პასი და ფრანგი ფორვარდის ზუსტი გადაცემითა და რონალდოს ოსტატობით ტორონტომ მეორე გოლი გაუშვა.
ტორონტო - რეალი (0:4 ბენზემა)
65 წუთი: გრანეროს ჩაწოდებული კუთხურიდან ბურთი კვლავ ვერ გამოიტანეს საჯარიმოდან ტორონტოს ფეხბურთელებმა; რობენი, ნეგრედო, ბენზემას კომბინაცია ამ უკანასკნელმა გოლით დაასრულა.
ტორონტო - რეალი (1:5 რობენი)
86 წუთი: ბენზემას ბურთი ლასანა დიარამ გადააწოდა, კარიმმა კი კარგად გახსნილი რობენი შენიშნა და ზუსტი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა, რობენმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მადრიდის რეალიდან მისი გაშვება არ შეიძლება.
ინფორმაციის წყარო: as.com
- 14 აგვისტო 2009
- 2 727
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.