ანჩელოტის ფავორიტი ვილფრედ ნდიდია
რამდენიმე თვის წინ ვილფრედ ნდიდის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, ვინაიდან ნახევარმცველი მადრიდის „რეალის“ ორბიტაზე გამოჩნდა. „ლესტერის“ ფეხბურთელი კარლო ანჩელოტის ფავორიტია და იტალიელი მიიჩნევს, რომ ის „მერენგებს“ ძალიან გამოადგება...
ნდიდი კაზემიროს სტილის მოთამაშეა, რომელსაც შესანიშნავად გამოდის შეტევების ჩაშლა. ანჩელოტი ვილფრედის დამატებით „ევერტონის“ მწვრთნელობის დროსაც ინტერესდებოდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა.
ნდიდის „ლესტერთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება, მისი ფასი ამ ეტაპზე 50 მილიონ ევროზე მეტია, თუმცა მადრიდში მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკებების საფუძლველზე თანხის შემცირება შესაძლებელი იქნება.
ნდიდის ამ სეზონში პრემიერლიგის 11 დაპირისპირებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ევროპალიგის 4 მატჩში და ასევე 1-1 პაექრობა ინგლისის სხვადასხვა თასზე. ის „ლესტერში“ ძალიან სტაბილური და საიმედო ფეხბურთელის სტატუსით სარგებლობს.
- 12 დეკემბერი 2021
- 528
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.