ხულიენ ლოპეტეგიმ პირადად ფლორენტინო პერესს დაურეკა

„სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხულიენ ლოპეტეგიმ ფლორენტინო პერესთან სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარა. ესპანური გამოცემების ცნობით, ანდალუსიელთა დამრიგებელმა პერესთან ახლო ურთიერთობა გამოიყენა და ორი მადრიდელის სამხრეთ ესპანეთში ტრანსფერი ითხოვა...

ლოპეტეგის ისკო ალარკონისა და ანტონიო ბლანკოს კანდიდატურები აინტერესებს და თვლის, რომ ორივე მოთამაშე „სევილიას“ რიგებში დიდ წარმატებას მიაღწევს.

ხულიენს ისკოსთან 4 წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, ბლანკოსთან კი საიჯარო შეთანხმებაზეც თანახმაა, ვინაიდან იცის, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველზე მადრიდში დიდ იმედებს ამყარებენ.

ლოპეტეგი ფლორენტინო პერესს გარანტიას აძლევს, რომ ბლანკო მოედანზე ხშირად გამოჩნდება და საკმაოდ დიდი პრაქტიკა ექნება, რაც „ბლანკოსის“ ინტერესშიც შედის.

რაც შეეხება ისკოს. მოთამაშე სულ რაღაც 6 თვეში თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს, თუმცა ლოპეტეგის სურს, რომ მოთამაშესა და „რეალს“ შორის იანვარში კონტრაქტის 6 თვით ადრე გაწყვეტაზე შეთანხმება შედგეს და ალარკონმა სეზონის მეორე ნაწილი უკვე „სევილიას“ რიგებში გაატაროს.

  • Hala
  • 12 დეკემბერი 2021
  • 1 025
  • 2

1

12 დეკემბერი 2021 15:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 029
mshvenieri azria yvelas unda awyobdes

2

12 დეკემბერი 2021 15:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 107
წაიყვანოს ორივე... ისკო ცოდოა... და ბლანკო პრაქტიკაც მიიღებს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)