სებალიოსი ხელმისაწვდომი ერთ კვირაში იქნება
უკვე რამდენიმე თვეა დანი სებალიოსს მოედანზე ფეხი არ დაუდგამს. ესპანელი ნახევარმცველი საკმაოდ მძიმე ტრავმას მკურნალობდა, ახლა კი პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია...
ესპანური გამოცემების ცნობით, დანი კარლო ანჩელოტის განკარგულებაში 1 კვირაში იქნება და სრულფასოვანი დატვირთვის მიღებას შეძლებს, თუმცა რამდენად გამოჩნდება ის მოედანზე არავინ იცის, ვინაიდან ბოლოდროინდელი ტრადიციის მიხედვით, კარლიტოსთვის კაზემირო-კროოსი-მოდრიჩის ტრიო ხელშეუხებელია, მათ შეცვლას კი მეორე ტაიმში ფედე ვალვერდე და კამავინგა ახდენენ.
სებალიოსს სერიოზული შრომა მოუწევს იმისათვის, რომ მთავარი მწვრთნელის ნდობის მოპოვება შეძლოს, თუმცა არსებობს ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც იანვარში მის წასვლას გულისხმობს. ყოფილი კლუბი „ბეტისი“ დანისთვის იბრძვის და სურს, რომ შეთანხმებას მომდევნო წლის დასაწყისშივე მიაღწიოს.
- 12 დეკემბერი 2021
- 437
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.