„რეალმა“ ჰოლანდთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო!
მადრიდის „რეალმა“ ერლინგ ჰოლანდთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც არ შეიცვლება და საკმაოდ პრაგმატული იქნება...
ფლორენტინო პერესი ნორვეგიელი ვარსკვლავისთვის წლიურად 30 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს. ამასთან ერთად მადრიდული მხარე არც მინო რაიოლასთვის აპირებს კოლოსალური თანხის შეთავაზებას და ფეხბურთელისთვის საბონუსე სისტემის დანერგვას.
„ბლანკოსი“ ჰოლანდს შესთავაზებს კონკრეტულ გეგმავს, სადაც მისი ხელფასიც საკმაოდ მიმზიდველი იქნება, თუმცა არა ისეთი, როგორსაც „სიტი“, „პსჟ“ და სხვები გეგმავენ.
ანალოგიური პროექტი აქვს მიუნხენის „ბაიერნსაც“, რომელიც ფეხბურთელს სთავაზობს პრესტიჟს და სტაბილურ კონტრაქტს.
როგორც სჩანს, ჰოლანდი N1 სატრანსფერო პრიორიტეტი აღარ იქნება. პერესი რაიოლას და ფეხბურთელის სხვა წარმომადგენლებს გეგმას წარუდგენს, რომლის მოწონების შემთხვევაში, ბლანკოსი“ ნორვეგიელთან 6 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სხვა შემთხვევაში კი მადრიდული მხარე ასპარეზზე აღარ იქნება და სხვა მოთამაშეების მოყვანაზე გადაიტანს ყურადღებას.
საბოლოო ჯამში თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტი იქნება, აირჩევს „რეალს“ და წლიურად დაახლიებით 12-13 მილიონს, თუ წავა „პსჟ“, „სიტიში“ და სხვა უმდიდრეს კლუბებში, სადაც მისი ანაზღაურება ბევრად მეტი იქნება.
- 11 დეკემბერი 2021
- 3 913
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.