ბერნაბეუზე სულ სხვა ლორენტე ბრუნდება
მარკოს ლორენტე „რეალიდან“ „ატლეტიკოში“ 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მაშინ ესპანურმა პრესამ დაწერა, რომ „ბლანკოსმა“ არაფრისმომცემი ფეხბურთელის სანაცვლოდ საკმაოდ მაღალი თანხა მიიღო, თუმცა „ბლანკოსის“ ექს ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს...
სიმეონეს ფორმაციის „როხიბლანკოში“ ლორენტე შეუცვლელი ფეხბურთელია, ის თამაშობს ცენტრალურ ნახევარმცველად, ჩამშლელად, მარჯვენა მცველად, ხანდახან კი გარემარბადაც.
მარკოსი არის ყველგან, სადაც გუნდს სჭირდება. ბერნაბეუზე სულ სხვა ლორენტე ბრუნდება და ეცდება, რომ მადრიდისტები კიდევ ერთხელ დაარწმუნსო დიდ შეცდომაში, რომელიც მათ დაუშვეს.
ერთადერთი მწვრთნელი, რომელიც ესპანელ ფეხბურთელზე გათვლას აკეთებდა სანტიაგო სოლარი იყო, თუმცა ის „მერენგებს“ სათავეში მცირე ხნის მანძილზე ედგა.
- 11 დეკემბერი 2021
- 599
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.