კარვახალი: „ვფიქრობ, ეს გადაწყვეტს მატჩის ბედს“
დანიელ კარვახალმა კვირას გასამართ მადრიდულ დერბიზე კომენტარი გააკეთა.
„განსაკუთრებული დღე იქნება, ვინაიდან მადრიდული დერბის თამაში საკუთარი გულშემატკივრების წინაშე მოგვიწევს. ვიმედოვნებ, სასურველი შედეგის დაფიქსირებასა და ადგილობრივი პულიკისათვის სიხარულის მინიჭებას მოვახერხებთ. ცარიელი ტრიბუნების პირობებში ასპარეზობა, სავარჯიშო სესიებსა და პრე-სეზონის პაექრობებს მაგონებდა.“
„მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ როგორც უკანა, ასევე წინა ხაზში. თავის დაცვის დროს, რაც შეიძლება დროულად უნდა შევძლოთ მეტოქესათვის ბურთის ართმევა, ხოლო შეტევებში მაქსიმალურად გვმართებს თავისუფალი ზონების გამოყენება. მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა, რთული შეხვედრის მოლოდინში ვართ. ჩემი აზრით, დაპირისპირების ბედს მცირე ნიუანსები გადაწყვეტს.“
„ბედნიერი ვარ, რომ მადრიდისტა მქვია და ამდენი წლის განმავლობაში მეძლევა შანსი თავი დავიმკვიდრო სამეფო კლუბში. ეს საუკეთესო მოვლენაა.“
„იმედია ტრავმა აღარ შემიშლის ხელს და გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარები.“
AS
- 11 დეკემბერი 2021
- 955
- 17