დეშამი ბენზემაზე: „რა თქმა უნდა, არა!“
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა, კარიმ ბენზემას გუნდში დაბრუნებაზე ისაუბრა.
„თქვენ ამბობთ, რომ ოქტომბრის მატჩების დროს, კარიმმა კარგად იასპარეზა მბაპესა და გრიზმანის გვერდით. გეთანხმებით, ნამდვილად ასე იყო.“
„ვფიქრობ, შემადგენლობაში არ გვყავს ეგოისტები. რა თქმა უნდა, არ ვნანობ ბენზემას დაბრუნებას „მამლებში.“ მან საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და განაწყენებული იყო ტურნირის ნაადრევად დატოვების გამო. ალბათ, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ცუდი ფეხბურთი ვაჩვენეთ, თუმცა წინ წასვლა ვერ შევძელით.“
„ბენზემამ დიდი პროგრესი განიცადა და გახდა გაცილებით ეფექტური. სპორტული თვალსაზრისით, ის მწვერვალზე იმყოფება. მასთან პრობლემები არ მაქვს. კარიმი გაიზარდა და ახლა უკვე სიამოვნებას იღებს ცხოვრებისგან.“
„სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ფეხბურთელმა აპელაცია შეიტანა.“
- 11 დეკემბერი 2021
- 1 327
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.