„ვესტ ჰემმა“ „რეალს“ 25 მილიონი შესთავა, პერესს 50 მილიონი სურს
როგორც სჩანს, „ვესტ ჰემის“ ხელმძღვანელობა ედენ აზარის ტრანსფერს საკითხს სერიოზულად მიუდგა...
ინგლისური კლუბი მზად არის, ბელგიელი შემტევის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ „რეალმა“ ორმაგი მოითხოვა. ფლორენტინო პერესს რამდენიმე წლის წინ 105 მილიონ ევროს ნაყიდი ფეხბურთელის გაშვება 50 მილიონად სურს.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ვესტ ჰემი“ წინადადებას გააუმჯობესებს და იანვარში სამეფო კლუბთან მოლაპარაკებებს განაახლებს.
ინგლისელების აზრით, აზარი პრემიერლიგაში დაბრუნების შემთხვევაში კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იასპარეზებს და ქომაგებს იმ ფეხბურთელს გაახსენებს, რომელიც „ჩელსის“ სუპერ ვარსკვლავი იყო.
- 10 დეკემბერი 2021
- 764
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.