„რეალ“ ვირცის ფასის შემცირების გზებს ეძებს
ის, რომ ფლორიან ვირცი სეზონის ბოლოს გერმანიის ბუნდესლიგას დატოვებს ცხადზე ცხადია, თუმცა საინტერესოა, სად გააგრძელებს კარიერას ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ...
ვირცის ფასი ამ ეტაპზე მინიმუმ 70 მილიონი ევროა, ფლორენტინო პერესს კი ამხელა თანხის გადახდა არ სურს და ალტერნატიული გზები მოძიება დაიწყო.
ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით, „რეალი“ „ლევერკუზენს“ ვირცის სანაცვლოდ ლუკა იოვიჩს დაუთმობს და თანხის სახით 40 მილიონ ევროს დაუმატებს. იოვიჩს ბუნდესლიგაში თამაშის შესანიშნავი გამოცდილება აქვს, ამიტომ მისი კანდიდატურა ფლორიანის ამჟამინდელი კლუბისთვის შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს.
ესპანური გამოცემების ცნობით, დროის გასვლასთან ერთად ახალგაზრდა გერმანელი ფლორენტინო პერესს უფროდაუფრო მეტად მოსწონს და მისი ტრანსფერის დასრულებას აპირებს.
- 10 დეკემბერი 2021
- 667
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.