როდრიგო: „ანჩელოტი ჩემგან ითხოვს, რომ...“
მადრიდული დერბის წინ, როდრიგო გოესმა Realmadrid TV-სთან ისაუბრა სხვადასხვა თემაზე.
„ვფიქრობ, მადრიდულ დერბის საკმაოდ კარგ კონდიციებში ვხვდებით. ჩვენ მიჯრით რამდენიმე შეხვედრა მოვიგეთ და იმედია, კვირასაც სასურველ შედეგებს დავაფიქსირებთ ტაბლოზე. ვეცდებით „ატლეტიკოსაც“ ისეთი ფეხბურთი დავუპირისპიროთ, როგორიც წინა მეტოქეებს.“
„თავს კომფორტულად ვგრძნობ. ძალიან ვაფასებს იმ რწმენას, რასაც მწვრთნელი დებს ჩემში. როდესაც მოედანზე ვარ, ძალისხმევას არ ვიშურებ გუნდის დახმარებისათვის. ანჩელოტი დაცვითი ფუნქციების შესრულებას ითხოვს ჩემგან. მან იცის, თუ როგორი ნაყოფიერი ვარ ბურთით, მაგრამ ამასთანავე, შემიძლია წარმატებული ასპარეზობა მოწინააღმდეგის შეტევის დროსაც. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად უნდა გავაუმჯობესო ბურთაობა, როგორც გოლების, ასევე გადაცემების ასპექტში.“
„პინტუსი დიდ სამუშაოს ასრულებს, რაც შემადგენლობის ფიზიკურ ფორმას ეტყობა. გუნდი ფოკუსირებულია მატჩებზე.“
„ნამდვილად პატივია ვინის გვერდით თამაში. ეროვნული ნაკრებიდან მოყოლებული, ყოველთვის მოგვწონდა პარტნიორობა მოედანზე. ჩვენ ბედნიერნი ვართ და ყველაფერს გავიღებთ „რეალის“ წინსვლისთვის.“
RealMadrid.Com
- 10 დეკემბერი 2021
- 858
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.