მეორე ვარჯიში „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე
ანჩელოტის შეგირდებმა მეორე ვარჯიში გამართეს „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე.
განვლილი სესია „რეალის“ ფეხბურთელებმა სატრანეაჟორო დარბაზში დაიწყეს, სადაც დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ირჯებოდნენ. შემდეგ მოედანზე გადაინაცვლეს და ტაქტიკურთან ერთად, მწვრთნელების მითითებით, სხვადასხვა სავარჯიშოები შეასრულეს.
ბენზემამ და სებალიოსმა ინდივიდუალური პროგრამით იმუშავეს, ხოლო ბეილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძირითად ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.
მადრიდული დერბი კვირას, 23:55 საათზე (თბ. დროით) აიღებს სტარტს.
- 10 დეკემბერი 2021
- 425
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.