რაიოლა: „ამ კლუბებიდან ერთ-ერთში ითამაშებს ჰალანდი“
ერლინგ ჰალანდის მომავალთან დაკავშირებული საკითხები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა საფეხბურთო სამყაროში.
აგენტმა მინო რაიოლამ ჰალანდის სატრანსფერო პერიპეტიებთან დაკავშირებით ისაუბრა: „რა თქმა უნდა, „ბორუსიასთვის“ ფინანსური კუთხით გაცილებით მომგებიანი იქნებოდა ერლინგის გასხვისება განვლილ სატრანსფერო ფანჯარაზე, მაგრამ დორტმუნდელებმა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით არ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. მე პატივს ვცემ მათ არჩევანს.“
„გუნდის შეცვლა? დიდი ალბათობით, ეს მოხდება 2022 წლის ზაფხულს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. „ბაიერნი,“ „რეალი,“ „ბარსელონა“ და „სიტი“ არიან ის კლუბები, სადაც შესაძლებელია თავდამსხმელი ვიხილოთ.“
„მისი სურვილია განვითარება და ახალი გამოწვევების მიღება. ჩვენ ზამთარში დავსხდებით კლუბთან ერთად და ვისაუბრებთ გეგმებზე.“
BD
- 10 დეკემბერი 2021
- 1 182
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.