„კაიზერ“ მილიტაო

ის, რომ სერხიო რამოსისა და რაფაელ ვარანის შემდეგაც არსებობს სიცოცხლე, ამაში გასარკვევად დიდი დრო სულაც არ დასჭირვებია სამეფო კლუბს.

დავიდ ალაბამ ყოველგვარი სირთულეების გარეშე დაძლია ადაპტაციის პროცესი. ავსტრიელი ფეხბურთელი შესანიშნავად ასპარეზობს, მაგრამ თუ მან რომელიმე სივრცე ღია დატოვა, იქვე ერთვება საქმეში ედერ მილიტაო. ბრაზილიელი მოთამაშე იმ საფეხურზე იმყოფება, როდესაც საკუთარი თამაშის პარალელურად, შეუძლია გარკვეული ზედამხედველობა გაუწიოს თანაგუნდელების ქმედებებს და დაეხმაროს ტიბო კურტუას „ზამორას“ ტროფეის დაუფლებაში.

სანამ პორტუგალიელი პეპე კარიერის ბოლო წლებით ტკბება „დრაგაოზე,“ 600 კილომტერის დაშორებით, მისი საუკეთესო მემკვიდრე საკმაოდ მძლავრი ფუნდამენტის მოწყობის სამუშაოებითაა დაკავებული. მილიტაო სრულად აკონტროლებს საჰაერო სივრცეს, საჭიროებისამებრ გარბის წინ და დროულად ბრუნდება უკან - ასპარეზობს ისე, როგორც კეპლერი თავის საუკეთესო პერიოდში. ამავდროულად, სამხრეთ ამერიკელი გამოირჩევა ერთი თვისებით, არ უყვარს საზღვრის გადაკვეთა. აღნიშნული კიდევ ერთხელ დადასტურდა განვლილ მატჩში, როდესაც ბარელის ქმედების შემდეგ, ედერმა მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინა, რითაც თავიდან აირიდა შესაძლო წითელი ბარათი. ის მეტად გულმხურვალეა მოედანზე, თუმცა ყოველგვარი ექსცესების გარეშე.

„მილიტაო სუპერ ფეხბურთელია“ - დასძინა კარლო ანჩელოტიმ „ინტერთან“ ნამატჩევს.

ცენტრალურმა მცველმა დიდებულად გაართვა თავი ლაუტარო მარტინესის მეურვეობას. „სამიანი“ სწორ დროს აჩქარებებსაც არ ერიდებოდა, უკანა ხაზში დაბრუნებასაც ასწრებდა და პარტნიორების დაზღვევაც დიდებულად გამოსდიოდა. მიმდინარე ჩ/ლიგაზე, ედერი ყველაზე სწრაფი მოთამაშეა „რეალის“ უკანა ხაზში. მან კონკრეტულ ეპიზოდში 32 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო (მას შემდეგ მოდიან: მენდი 31,3 კმ/სთ, კარვახალი 30,5 კმ/სთ, ალაბა 30,1 კმ/სთ, ნაჩო 29,1 კმ/სთ და მარსელო 26,6 კმ/სთ).

მილიტაოს პოტენციალს შედეგები მოაქვს. მიმდინარე ჩ/ლიგაზე, მან ყველაზე მეტჯერ წაართვა ბურთი მეტოქეს - 45. „რეალის“ ფეხბურთელს 3-3-ით ჩამორჩებიან მენია („ბორუსი“) და ჰენდრი („ბიურგე“).

სწორედ ბრაზილიელის დამსახურებაა ის, რომ წლეულს „რეალის“ კარი აღება მარტივი პროცესი არ არის. საშუალოდ მატჩის განმავლობაში, კურტუასთვის გოლის გატანას 0,81-ჯერ ახერხებენ მეტოქეები. ედერი ნამდვილი ტყვიაგაუმტარია მინაა.

AS


1

10 დეკემბერი 2021 16:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 749
ეს მაგარ ფორმაში შევიდა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)