„რეალის“ მიჯრით 5 გოლი საჯარიმოს გარედან!
კარლო ანჩელოტის ფორმაციის „რეალი,“ პრაქტიკულად, იდეალურ შემტევ მანქანად ყალიბდება.
თუ მიმდინარე სეზონის სტარტზე გუნდი უემეტესწილად ბენზემასა და ვინისიუსის შესაძლებლობებზე იყო ჩამოკიდებული, ახლა, იტალიელი სპეციალისტის კოლექტივს გააჩნია უფრო მრავალმხრივი რესურსი, მეტოქის დასალაშქრად. აღნიშნულზე მომწმობს სტატისტიკაც - ჩემპიონთა ლიგის მასშტაბით, მადრიდელებმა უკანასკნელი 5 გოლი საჯარიმოს გარედან გაიტანეს, რაც აქამდე არნახული შედეგია.
„ინტერის“ კარში კროოსისა და ასენსიოს ლამაზ გასროლებს, „შერიფთან“ იმავე კროოსის, ბენზემასა და ალაბას შედეგიანი დარტყმები ემატება. ალბათ, აღნიშვნის ღირსია გერმანელი ნახევარმცველი. ეს უკანასკნელი შესანიშნავად ასპარეზობს და მადრიდულ კარიერაში პირველად მოახერხა ჩ/ლიგის ერთ სეზონში მოწინააღმდეგის მეკარის ორჯერ დამწუხრება. ჯერ-ჯერობით, მისი საუკეთესო მაჩვენებელია 2012/13 წ.წ. სეზონი, როდესაც „ბაიერნის“ რიგებიდან 3-ჯერ გაიტანა „უეფას“ მიერ ორგანიზებულ ტურნირზე.
რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს მარკოს ბრწყინვალე დარტყმაც ჰანდანოვიჩის კარში, რომელიც „ბლანკოსისთვია“ მე-14 გოლი გამოდგა ჯგუფურ ეტაპზე, ხოლო მე-600 მთლიანად ჩ/ლიგაზე.
როგორც იცით, „თეთრები“ 1/8 ფინალურ სტადიაზე პირველი პოზიციით გავიდნენ. მათი შედეგიანობის მაჩვენებელია - საშუალოდ 2.3 გოლი თითოეულ პაექრობაში.
AS
- 10 დეკემბერი 2021
- 512
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.