რაიოლა: „უკვე ვიცით, სად ითამაშებს ჰალანდი“
მინო რაიოლამ, რომელიც ერლინგ ლაჰანდის ინტერესებს წარმოადგენს, Sport1-თთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
„დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ვფიქრობთ ერლინგის მომავალზე. ჩვენ გვაქვს ნათელი იდეები იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა გააგრძელოს კარიერა ნორვეგიელმა. რა თქმა უნდა, ეს სატრანსფერო ბაზრის შემოთავაზებებზეც იქნება დამოკიდებული. ამას რომ არ ვაკეთებდე, ცუდი აგენტი ვიქნებოდი. ჰალანდის კალიბრის ფეხბურთელით, ჩვენ შეგვიძლია გარკვეული ზეგავლენა მოვახდინოთ ბაზარზე.“
- 9 დეკემბერი 2021
- 1 370
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.