„ატლეტიკოს“ პრობლემა „რეალთან“ მატჩის წინ
სამეფო კლუბის მსგავსად, „ატლეტიკომაც“ განაახლა სავარჯიშო პროცესი.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემდეგ, დიეგო სიმეონე მადრიდულ დერბიში ეცდება წარმატების მიღწევას, რათა სატურნირო ცხრილში სხვაობა შეამციროს თანაქალაქელებთან. არგენტინელ მწვრთნელს საფიქრალი ნამდვილად ბევრი აქვს. პირველ რიგში მას მოუწევს გარკვეული სტრატეგიის შედგენა, რაც გუნდს საუკეთესო კონდიციებში მყოფი „რეალისათვის“ სათანადო წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარება, ხოლო შემდეგ, სასტარტო შემადგენლობის ფორმირება, ვინაიდან ისინი გარკვეულ საკადრო პრობლემებს განიცდიან.
„პორტუსთან“ განვლილ პაექრობაში, მატჩის მე-13 წუთზე შეცვლა მოითხოვა ლუის სუარესმა. მან გარკვეული დისკომფორტი იგრძნო კუნთზე და თვალაცრემლიანებულმა დატოვა მოედნის ფარგლებში. ურუგვაელის მონაწილეობა დერბიში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასევე სათუოა ხიმენესიც ბურთაობაც. ამ უკანასკნელმა პორტუგალიელებთან დაპირისპირებამდე მიიღო დაზიანება და კვლავ ვერ ახერხებს სრულფასოვანი მუშაობის დაწყებას.
ტრავმირებულნი არიან ტრიპიე, სავიჩი და ვრსალკოც. ამ უკანასკნელმა „დრაგაოზე“ ყვირმლის ძვალი დაიზიანა და ოპერაციას საჭიროებს.
როგორც ხედავთ, ჩოლოს წინაშე საკმაოდ დიდი თავსატეხია. საკმაოდ მნიშვნელოვან და პრინციპულ ჯახამდე 4 დღით ადრე, მადრიდელებს მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვთ, განსაკუთრებით უკანა ხაზში.
AS
- 9 დეკემბერი 2021
- 1 133
- 2