პირველი ვარჯიში მადრიდულ დერბიმდე
1 დღიანი დამსახურებული დასვენების შემდეგ, კარლო ანჩელოტის შეგირდები მომავალი მატჩისათვის მზადებას შეუდგნენ.
განვლილი სესია გახურებით დაიწყო, რასაც სხვადასხვა ფიზიკური სავარჯიშოები მოჰყვა. მწვრთნელის მხრიდან ყურადღება გამახვილდა ბურთის ფლობასა და პრესინგზე, ხოლო მიწურულს, მინი მოედანზე ფეხბურთი ითამაშეს მადრიდელებმა.
აღსანიშნავია, რომ მთავარ ჯგუფთან ერთად სრული დატვირთვით იმუშავა გარეთ ბეილმა. ბენზემა და სებალიოსი კი მოედანზე განცალკევებით გაისარჯნენ.
- 9 დეკემბერი 2021
- 527
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.