„რეალი“ „ათიანს“ უმიზნებს
სამეფო კლუბი უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში დაუმარცხებლად ასპარეზობს.
1 კვირიან მონაკვეთში 2 პაექრობის დათმობის შემდეგ („შერიფთან“ და „ესპანიოლთან“), კარლო ანჩელოტიმ სერიოზული მუხტი შეიტანა გასახდელში. შეიძლება ითქვას, იტალიელმა სპეციალისტმა გამარჯვებაზე დაგეშა შეგირდები და შედეგიც სახეზეა. 27 ოქტომბერს, „ოსასუნასთან“ საშინაო არენაზე გაგორებული ყაიმის შემდეგ, „რეალმა“ 9 პაექრობა ჩაატარა და 9-ვე შემთხვევაში სასურველი შედეგი დააფიქსირა ტაბლოზე.
მადრილებემა 3 მატჩი ჩემპიონთა ლიგის მასშტაბით მოიგეს, ხოლო 6 პრიმერა დივიზიონის. „თეთრებმა“ პირველ პოზიციაზე დაასრულეს ჯგუფური ეტაპი და დამაჯერებლად მოიპოვეს 1/8 ფინალის საგზური.
რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს, „ბლანკოსი“ 39 ქულით სტაბილურად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. ისინი 8 ქულით უსწრებენ მდევარ „სევილიას,“ 9 ქულით „ბეტისს,“ ხოლო 10 ქულით თანაქალაქელ „ატლეტიკოს.“
კარსმომდგარ უქმეებზე, „რეალი“ სწორედ „როხიბლანკოს“ უმასპინძლებს და შეეცდება მიჯრთ მე-10 გამარჯვება ჩაიწეროს აქტივში, რაც ავტომატურად ლა ლიგაზე პოზიციების კიდევ უფრო გამყარების ტოლფასია.
MARCA
- 9 დეკემბერი 2021
- 909
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.