KPMG-ს რეიტინგი - სად არის ვინი?
ცმობილმა აუდიტორულმა კომპანია KPMG-მ, ფეხბურთელების სატრანსფერო მონაცემები განაახლა.
ნიშანდობლივია, რომ არსებული მომენტისათვის, ყველაზე ძვირადღირებულ 50 ფეხბურთელს შორის არ იძებნება ვინისიუს ჯუნიორი, რომელიც დიდებულ სეზონს ატარებს სამეფო კლუბში. ბრაზილიელი ფეხბურთელი საშობაო არდადეგებამდე რამდენიმე კვირით ადრე, უკვე 12 გოლსა და 8 გადაცემას მოითვლის.
წარმოდგენილ „ორმოცდაათეულში“ „რეალის“ მხოლოდ 3 ფეხბურთელს შეხვდებით. KPMG-ის ცნობით, ანჩელოტის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი სატრანსფერო ფასი აქვს ტიბო კურტუას - 75,4 მლნ. ევრო (36-ე ადგილი), ხოლო ვალვერდე და კაზემირო, შესაბამისად, 46-ე და 49-ე პოზიციზიებს იყოფენ (ორივე 69.6 მლნ. ევრო).
რაც შეეხება „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების მე-4 ადგილოსან კარიმ ბენზემას, ფრანგი თავდამსხმელის პოტენციალი 36.2 მლნ. ევროთია შეფასებული (192-ე ადგილი).
KPMG-ის ვერსიით, ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
- 9 დეკემბერი 2021
- 1 010
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.