ტონი კროოსის მეორე
გერმანელი ნახევარმცველისთვის მიმდინარე სეზონის სტარტი არცთუ ისე წარმატებული გამოდგა.
კროოსს ტრავმის გამო რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუხდა, რაც მის სათამაშო კონდიციებზეც აისახა, თუმცა „რვიანი“ მალევე ჩადგა კალაპოტში და ის კვლავ საკმაოდ საშიშ და პროდუქტიულ ტრიოს ქმნის კაზესა და მოდრიჩთან ერთად.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის პაექრობაში, ტონიმ ლამაზი დარტყმით აიღო ჰანდანოვიჩის კარი. აღსანიშნავია, რომ „რეალში“ ასპარეზობის განმავლობაში პირველად, მან ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ერთ სეზონში, 2 გოლის გატანა მოახერხა. პირველი შედეგიანი დარტყმა „შერიფის“ წინააღმდეგ მიითვალა (საუკეთესო მაჩვენებლი კი 2012/13 წ.წ. სეზონზე მოდის, როდესაც „ბაიერნის“ მაისურით 3 ბურთს მოუყარა თავი).
ბუნდეს ნაკრების ყოფილი შუახაზელი უკვე 25 გოლით იწონებს თავს მადრიდული გრანდის მაისურით. მან საერთო ჯამში 334 პაექრობაში მიიღო მონაწილეობა.
MARCA
- 9 დეკემბერი 2021
- 610
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.