ანჩელოტიმ კამავინგას „განვითარების პროგრამა“ შეადგინა
ედუარდო კამავინგას ნიჭსა და მოტივირებულობაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ კარლო ანჩელოტი ფრანგ ფეხბურთელთან სერიოზულ მუშაობას აპირებს. იტალიელი მიიჩნევს, რომ ედუარდომ ბევრი ასპექტი უნდა გააუმჯობესოს...
იმპულსურობა, გამოუცდელობა, სიზუსტე, მიზანმიმართულობა, მეტი ფიზიკა, ჩამშლელ ნახევარმცველად თამაში და დაცვაში მეტი სარგებელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის დასახვეწად კამავინგა ძალიან ბევრს იმუშავებს, ამაში კი ფეხბურთელს კარლოს შვილი, დავიდე ანჩელოტი და ფიზ.მომზადების სპეციალისტი ანტონიო პინტუსი დაეხმარებიან.
კამავინგა ძალიან სწრაფია, მაგრამ ხშირად აქვს პოზიციური პრობლემები, რაც „ბლანკოსის“ ბალანსს არღვევს, ანჩელოტის გუნდის წარმატების გასაღები კი სწორედ ბალანსია.
კარლიტო მიიჩნევს, რომ კამავინგას დაცვაში გაცილებით უკეთ თამაში შეუძლია, ვიდრე ახლა გვიჩვენებს. ამის ბრწყინვალე მაგალითია კაზემირო, რომელიც კარიერის სტარტზე შემტევ ნახევარმცველად ითვლებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში სულ სხვა პოზიცია მოირგო.
რაც შეეეხება იმპულსურობას და ხშირ შემთხვევაში სიუხეშეს, ეს კომპონენტი ძირითადად ასაკის ბრალია და ყველაფერს გამოცდილება მოიტანს, თუმცა ანჩელოტის მოვლენების დაჩქარება და ფეხბურთელის დროულად ჩამოყალიბება სურს.
- 4 დეკემბერი 2021
- 1 058
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.