ისკოს მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება
ესპანური გამოცემები ერთხმად იუწყებიან, რომ ისკო ალარკონის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება...
კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე ნახევარმცველთან დაპირისპირება უარყო, თუმცა რეალობ სულ სხვა რამეს გვიჩვენებს. ალარკონი სათადარიგოთა სკამიდან არ დგება, ვარჯიშებზე კი მისი გარჯით კმაყოფილი არავინ არის.
ისკოს წასვლა გადაწყვეტილია, მაგრამ აქ საინტერესო თარიღია. არაერთი ჟურნალისტი იუწყება, რომ ფეხბურთელი „ბლანკოსს“ იანვარში დატოვებს, შეთანხმება კი კონტრაქტის 6 თვით ადრე შეწყვეტაზე შედგება.
ფეხბურთელს არაერთი მსურველი ჰყავს, როგორც ესპანეთის ლა ლიგიდან, ასევე იტალიის ჩემპიონატიდან.
- 4 დეკემბერი 2021
- 524
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.