ვარანი:„„რეალში“ კმაყოფილების გრძნობა არ აქვთ“
რაფაელ ვარანმა მადრიდის „რეალში“ გატარებულ დროსა და ესპანეთის დედაქალაქში არსებულ მოთხოვნებზე ისაუბრა...
„დრო, რომელიც „რეალში“ გავატარე დაუვიწყარია. 10 წლის მანძილზე, არნახულ გამოწვევებს ვიღებდი და ვცდილობდი, საუკეთესო ფეხბურთი მეთამაშა. „ბლანკოსთან“ ერთად დიდ წარმატებას მივაღწია და ყოველთვის ვიტყვი, რომ სამეფო კლუბს ჩემს განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.“
„როდესაც ჩემპიონთა ლიგას ვიგებდით, კმაყოფილების გრძნობის დაუფლებასაც ვერ ვასწრებდით, რადგან ქომაგები უკვე მოგვიწოდებდნენ, რომ მომდევნო სეზონზე და კვლავ გამარჯვებაზე გვეფიქრა.“
„ხანდახან უნდა დატკბე იმით, რასაც აღწევ. „რეალში“ კმაყოფილების გრძნობა არ არსებობდა. მე ჩემპიონთა ლიგა არა ერთხელ, არამაედ ოთხჯერ მოვიგე.“
- 4 დეკემბერი 2021
- 1 005
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.