ანჩელოტი:„მბაპემ ოცნების ახდენაზე უნდა იზრუნოს“
კარლო ანჩელოტიმ „სოსიედადთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„საკმაოდ რთული მეტოქე გვყავს. „სოსიედადმა“ ამ სეზონსი არაერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მატჩის მოგება შეუძლია. ჩვენ მაქსიმალური კონცენტრაციით ვიასპარეზებთ და მხოლოდ გამარვება დაგვაკმაყოფილებს.“
„გარეთ ბეილი სრულფასოვან დატვირთავს მომდევნო კვირიდან მიიღებს და გუნდის დახმარებასაც შეძლებს.“
„პინტუსს ჩემთვის არანაირი გაფრთხილება არ მოუცია. თითოეული შეგირდის ფიზიკურ კონდიციას შესანიშნავად ვიცნობ და ვიცი, რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავარ.“
„ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ „ინტერსა“ და „ატლეტიკოზე“. ბასკური კლუბის სახით რთული მეტოქე გვყავს.“
„მბაპეს კომიქსების წიგნი? ბავშვების ოცნებები უნდა ახდეს. თუ კილიანის ოცნება „რეალია“, მე მას მადრიდში დიდი სიამოვნებით ვიხილავდი, თუმცა ახლა „პსჟ“-ს ფეხბურთელია. ჩემი ოცნებაც იყო იტალიაში მუშაობა, რომელიც ავიხდინე კიდეც.“
„მოდრიჩის, კროოსისა და კაზემიროს ტრიოს უდიდესი ფუნქცია აქვს. არ ვიცი, რამდენად შევძლებ მომდევნო სამ თამაშში მათ მუდმივად ხილვას.“
„აზარს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია ის, რასაც ქომაგები ელიან, მაგრამ მჯერა, რომ ბელგიელი გაიბრწყინებს, ის კარგად ვარჯიშობს.“
„კურტუა საოცარი კიპერია, მან ძალიან ბევრჯერ გადაგვარჩინა. როდესაც ბელგიელი შეტევას ანეიტრალებს მშვიდად ვარ. ტიბო ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელსაც უნდა ენდო.“
„კაზემიროს ყოფნა გუნდში ძალიან მნიშვნელოვანია, ბრაზილიელს არნახული როლი აქვს.“
„ბენზემას დასვენება? როდესაც ფორვარდი გოლის გატანას ახერხებს, მისი მოედნიდან გაყვანა დინამიკის დარღვევას ნიშნავს.“
„კაზემიროს ყვითელ ბარათზე არ ვნერვიულობ. ნახევარმცველს ერთი მატჩის გამოტოვება ადრე თუ გვიან ყველა ვარიანტში მოუწევს.“
„ისკოსთან დაპირისპირება არ მქონია, სხვა შემთხვევაში არ დაგიმალავდით. რატომ არ ითამაშა ალარკონმა ბოლო მატჩებში? იმიტომ, რომ მეორე ტაიმებში უფრო მეტი დაცვითი მიდგომა მჭირდებოდა.“
- 3 დეკემბერი 2021
- 1 548
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.