აგენტი: ‘’მაიკონის გადასვლა ‘’რეალში’’ ისევ შესაძლებელია’’
ბრაზილიის ნაკრებისა და მილანის ''ინტერის'' მცველის აგენტი ანტონიო კალიენდო აცხადებს, რომ მისი კლიენტის ''ბლანკოსში'' გადასვლა ისევ არის შესაძლებელი. აგენტის აზრით ''ნერაძურის'' პრეზიდენტ მასიმო მორატისა და ფლორენტინო პერესის შეუძლიათ მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც ორივე კლუბს ძალზედ წაადგება.
''ადრე ეს ტრანსფერი ვერ გაჩარხდა, მაგრამ ჩემი აზრით მაიკონის ''რეალში'' გადასვლა ყველასთვის გამოსადექი იქნება. ვფიქრობ, რომ ორივე პრეზიდენტი დასხდებიან და მიაღწევენ შედეგს, რომელიც ორივე კლუბისთვის სასარგებლო იქნება. თუ ბრაზილიელი დუგლას მაიკონი დატოვებს ''ნერაძურის''. მაშინ ის აუცილებლად მადრიდის ''რეალში'' გადავა - განაცხადა სელასაოს დაცვის ბურჯის აგენტმა, ანტონიო კალენდომ.
წყარო: merengues.ru
სტატიის ავტორი: imna
- 13 ივლისი 2010
- 1 608
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.