მილიტაომ „რეალის“ ქომაგებს ვარანი დაავიწყა
მაშინ როდესაც, მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ რაფაელ ვარანმა კლუბი დატოვა და მანჩესტერ „იუნაიტედში“ გადავიდა, მადრიდული გრანდის ქომაგებში დიდ პესიმიზმმა დაისადგურა, ვინაიდან ერთ ზაფხულს სერხიო რამოსისა და ვარანის წასვლა ყველას ტრაგედიად მიაჩნდა...
რას ვხედავთ დღეს? პროგრესულ და მიზანმიმართულ ედერ მილიტაოს და შესანიშნავ დავიდ ალაბას, რომელმაც სერხიო რამოსი 4 ნომრიანი მაისური ღირსეულად მოირგო.
ედერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე უკვე 1500 წუთზე მეტი ითამაშა, რაფაელ ვარანი კი პრემიერლიგაში ფაქტობრივად არ სჩანს და მუდმივად ტრავმირებულია.
ვარანის ანგარიშზე მანჩესტერული გრანდის მიერ ჩატარებული საერთო წუთებიხ მხოლოდ 46%-ია, სადაც მსოფლიო ჩემპიონი თავს მხოლოდ 1 საგოლე გადაცემით გვაწონებს.
ფაქტია, რომ მილიტაოს არნახულმა პროგრესმა და პერსპექტივამ, მადრიდელებს ვარანის მიმართ მონატრება დაუკარგა.
- 2 დეკემბერი 2021
- 1 701
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.