„რეალი“ 5 სუპერ ტრანსფერს განახორციელებს!
მადრიდის „რეალი“ 2022 წლის ტრანსფერებზე მუშაობას იანვრიდანვე დაიწყებს. ფლორენტინო პერესის გეგმის მიხედვით, ახალი ბერნაბეუს გახსნის ცერემონიას მადრიდული გრანდი მსოფლიოს საუკეთესო შემადგენლობით უნდა შეხვდეს...
კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლნადი, ფლორიან ვირცი, ანტონიო რუდიგერი და ერთ-ერთი მაღალი დონის მარჯვენა მცველი. (განიხილება რის ჯეიმსი და კიდევ რამდენიმე კანდიდატურა).
სწორედ ამ ტრანსფერებისთვის პერესი ყველაფერს გაიღებს, თუმცა არსებობს ალტერნატიული გეგმა, რომელიც ჰოლანდის ვერგადმობირების შემთხვევასი ამუშავდება. ესპანური გამოცემები აქტიურად წერენ რობერტ ლევანდოვსკის „რეალში“ მოხვედრა, რაც საკმაოდ რთული ამბავია, თუმცა არა შეუძლებელია.
„ბლანკოსს“ ფინანსური რესურსი უკვე მოზიდული აქვს, დანარჩენი კი მოლაპარაკებების ამბავია.
არაერთი ესპანელი ჟურნალისტის, ბლოგერისდა ანალიტიკოსის ცნობით, „რეალის“ პირველი ტრანსფერი მბაპე იქნება და კლუბი ამ შეთანხმებას იანვარში მიაღწევს.
- 2 დეკემბერი 2021
- 1 747
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.