კაზემიროს მადრიდული დერბის გამოტოვება ემუქრება
სამეფო კლუბმა „სანტიაგო ბერნსბეუზე“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა ბასკი მეტოქე.
აღნიშნული შეხვედრის 77-ე წუთზე, კაზემირომ ინიაკი ვილიამსთან შელაპარაკების გამო, მთავარი მსაჯისგან ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მისთვის მე-4 გამოდგა პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაზე. თუ ბრაზილიელი ფეხბურთელი მომდევნო პაექრობაში „რეალ სოსიედადთან“ არ იქნება ფრთხილად და მორიგ გაფრთხილებას გამოსტყუებს არბიტრს, 12 დეკემბერს, მადრიდული დერბის გამოტოვება მოუწევს, ეს კი სულაც არ შედის კარლო ანჩელოტის გეგმებში. ცხადია, „ანოეტაზე“ არანაკლებ რთული მატჩი ელოდებათ მადრიდელებს, თუმცა ბრაზიელიელ ნახევარმცველს ფხიზლად ყოფნა მართებს.
ამასთანავე საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფერის 4 ბარათს მოითვლის კამავინგაც. შესაბამისად, ახალგაზრდა ფრანგმაც თავშეკავებულად უნდა იასპარეზოს სან-სებასტიანში, თუ მას ამის საშუალება მიეცა.
- 2 დეკემბერი 2021
- 806
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.