უშანსოდ დარჩენილი აზარი
კარლო ანჩელოტი ედენ აზარს საერთოდ აღარ ენდობა. ჯერ იყო ტრავმა, შემდეგ გასტრო ენტერიტი, შემდეგ გამოჯანმრთელება, მაგრამ არცერთი წუთი მოედანზე...
მადრიდულ გრანდს ბოლო დღეებში საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩები ჰქონდა, თუმცა ედენ აზარი საქმეში არ გვინახავს.
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბელგიელი „ბილბაოსთან“ დაპირისპირებაში გარკვეულ დროს არ გაატარებდა, მაგრამ როგორც სჩანს, კარლიტო „7“-იანს საერთოდ აღარ ენდობა.
დღესდღეობით „რეალში“ გათვლას ასენსიოსა და როდრიგოზე აკეთებენ, ვინი ჟუნიორი კი უალტერნატივოა.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აღრმავებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ გამოცდილი შემტევი მალე ბარგს ჩაალაგებს და ესპანეთის დედაქალას დაემშვიდობება.
- 2 დეკემბერი 2021
- 885
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.