კურტუა: „კარიმი იმსახურებდა ოქროს“
ტიბო კურტუამ „ატლეტიკთან“ ჩატარებული შეხვედრა შეაჯამა.
„მეტოქემ პირველ ნახევარში გოლი მიიღო საკუთარ კარში და შესვენების შემდეგ, გაცილებით აგრესიულები გამოვიდნენ მოედანზე. მათ არა ერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა კარის მშრალად შენახვა მოვახერხეთ და კმაყოფილნი ვართ მოპოვებული 3 ქულით.“
„დაღლილობა? მიჯრით ბევრი პაექრობის გამართვა მოგვიწია და ეს ნორმალურია. მოწინააღმდეგის ზეწოლას თავი ვერ დავაღწიეთ, რათა მეორე გოლზე გვეფიქრა.“
„ვფიქრობ, მათი კარი დროულად ავიღეთ. ბილბაოელებმა კარგად გამოიყენეს ჩვენი პასიურობა. „რეალმა“ ძალით გაირთულა სიტუაცია მატჩის მიმდინარეობისას. „ატლეტიკი“ საკმაოდ კარგი გუნდია.“
„რაულის დარტყმულის მოგერიება ყველაზე რთული იყო. შემდეგ გამოვყოფდი სანსეტის გასროლის შემდეგ გაკეთებულ სეივს.“
„რა თქმა უნდა, კარიმი იმსახურებდა „ოქროს ბურთის“ მოგებას. საერთო ჯამში ყველა აქცენტს აკეთებს „კოპა ამერიკაზე,“ ევროპის ჩემპიონატსა და ჩ/ლიგაზე. სამწუხაროდ, ისინი უგულებელყოფენ სეზონის სხვა ნაწილს. ვიმედოვნებ, გუნდური ტიტულების დაბევებას, რათა ბენზემამ შეძლოს პირველობა.“
„გუნდი აგრძელებს წარმატებულ სვლას. მოდევნო გაჩერება შაბათს გველოდება.“
BD
- 2 დეკემბერი 2021
- 580
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.