რეინიერის მორიგი წარუმატებლობა
სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი ევროპული კარიერა დაღმასვლას განიცდის.
რეინიერი უკვე მეორე სეზონია, რაც „ბორუსიას“ ღირსებას იცავს იჯარის წესით, თუმცა ნახევარმცველმა ვერადავერ შეძლო მოედანზე შესაძლებლობების გამოვლენა. მართალია, მას თავის გამოჩენის შანსი იშვიათად ეძლევა, მაგრამ მწვრთნელისგან ბოძებულ სათამაშო დროს ხეირიანად ვერ იყენებს.
„ინგოლშტადთან“ სათასო პაექრობის შემდეგ, ბრაზილიელმა ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მეტად მნიშვნელოვანი პაექრობაც, „სპორტინგის“ წინააღმდეგ, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. მან საერთო ჯამში 63 წუთი გაატარა საქმეში და ასეთ სტატისტიკას მოუყარა თავი: 36-დან 32 ზუსტი პასი, 6 დაკარგული და 7 გამომუშავებული ბურთი, 9-დან 4 მოგებული ორთაბძოლა, რაც, ცხადია, საკმარისი არ გამოდგა, ვინაიდან, დორტმუნდელები 3-1 დამარცხდნენ ლისაბონში და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/8 ფინალურ სტადიაზე თამაშის შესაძლებლობა ქარს გაატანეს. ნამატჩევს კი, კლუბის ოფიციალურმა გვერდმა, დაფიქსირებული შედეგის ამსახველ სტატიას ისეთი ფოტო ააკრა, სადაც სწორედ რეინიერი ფიგურირებდა.
ბუნდეს ლიგის მასშტაბით, ის მხოლოდ 6 შემთხვევაში გამოჩნდა მწვანე მინდორზე (ჯამში 53 წუთი). არსებული მომენტისათვის, მოთამაშე არც გოლს მოითვლის და არც ასისტს. დიდი ალბათობით, „ყვითლების“ ევროპა ლიგაზე გადანაცვლების გამო, მისი გამოყენების კოეფიციენტი გაიზრდება, თუმცა, ალბათ, უპრიანი იქნება, რეინიერმა ადგილმდებარეობის გამოცვლაზე იფიქროს. „ბორუსიამ“ მისთვის ტრამპლინის როლი ნამდლად ვივერ შეასრულა.
AS
- 1 დეკემბერი 2021
- 1 131
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.