ანჩელოტის არტილერია მოწოდების სიმაღლეზეა

კარლო ანჩელოტის სამეფო კლუბის სათავეში დაბრუნების შემდეგ, „რეალმა“ არა ერთი სათამაშო კომპონენტი გააუმჯობესა.

მიმდინარე ფორმაციის „ბლანკოსი,“ 2016-17 წ.წ. სეზონის შემდეგ ყველაზე შედეგიანად გამოიყურება. 19 მატჩის თავზე, „თეთრების“ ანგარიშზე 46 შედეგიანი დარტყმა ირიცხება. მაშინ, როდესაც განვლილი სეზონის 52 პაექრობაში, მადრიდელებმა მხოლოდ 88 გოლს მოუყარეს თავი. შარშან, გუნდის საშუალო მაჩვენებელი გახლდათ 1,69 ბურთი თითოეულ დაპირისპირებაში, ხოლო წლეულს აღნიშნული ციფრი 2,42-მდე გაიზარდა (2019-20 წ.წ. სეზონში - 1,94, 2018-19 წ.წ. სეზონში - 1,89).

ამ ეტაპისათვის, იტალიელი სპეციალისტის შეგირდებიდან, 12-მა გამოიჩინა თავი მეტოქის კარის აღებით (ბენზემა (16), ვინი (11), ასენსიო (4), კროოსი (2), როდრიგო (2), ალაბა (2), ნაჩო (1), კამავინგა (1), ლუკას ვასკესი (1), ბეილი (1), კარვახალი (1), ისკო (1) და მენდი (1)), რასაც ემატება მოწინააღმდეგის 1 ავტოგოლი. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ აქედან მხოლოდ 2 დარტყმა გამოდგა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან რეალიზებული.


AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)