პიკე „რეალის“ ფეხბურთელზე: „მის თამაშს 9 ქულით შევაფასებდი“
„ბარსელონას“ ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ, ესპანურ ტელეარხთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც სამეფო კლუბის თემასაც შეეხო.
„სადავო ეპიზოდი „ვილიარეალთან?“ ყოველწლიურად იცვლება წესები საჯარიმოში ხელით თამაშთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ბურთი ნამდვილად ეხება ჩემს ხელს, რომელიც იმდენად ახლოს იყო ტანთან, რომ მსაჯს პენალტის დანიშვნის საფუძველი არ ჰქონდა. მე არ მინახავს „რეალის“ თამაში „სევილიასთან.“ ბევრის აზრით, არბიტრმა ოკამპოსისა და ალაბას ეპიზოდი სათანადოდ ვერ შეაფასა.“
„მიმდინარე სეზონიდან გამომდინარე, ვინისიუსს, 1-დან 10-მდე, 9 ქულას დავუწერდი.“
„ფლორენტინო პერესის კოორდინატები? თუ მას არ შეუცვლია, მისი ნომერი მიწერია, პერსონალური მიზეზების გამო.“
„მადრიდში თამაში? ეს გამორიცხულია. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე დედაქალაქური კლუბის მაისური მოვირგო.“
AS
- 1 დეკემბერი 2021
- 2 259
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.