შვაინშტაიგერი: "ბაიერნი ჩემი ცოლი არ არის"
მადრიდის რეალი და ჩელსი მიუნხენის ბაიერნის 25 წლის ნახევარმცველის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ და მზად არიან მიმართონ ოფიციალური წინადადებით გერმანულ კლუბს. ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა თავისი მომავლის შესახებ.
"ბაირნთან კონტრაქტი 2012 წლამდე მაკავშირებს და დიდ პატივს ვცემ ჩემს კლუბს. ჩვენ შესანიშნავი სეზონი გვქონდა; ბუნდეს ლიგაში პირველი ადგილი დავიკავეთ, მოვიგეთ გერმანიის თასი და გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში."
"ბოლოს კი მინდა აღვნიშნო, რომ ბაიერნი ჩემი ცოლი არ არის. მართალია შესანიშნავ კლუბში ვთამაშობ, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს, მაგრამ სხვა ჩემპიონატში ძალების მოსინჯვაზეც არ ვიტყოდი უარს."
ინფორმაციის წყარო: Goal.Com
- 13 ივლისი 2010
- 1 877
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.