ვინი: „ამის შემდეგ 2 დღის განმავლობაში თვალი არ მომიხუჭავს“

გამოცემა „მარკამ" ვინი ჯუნიორის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ამ უკანასკნელმა DjMaRiiO-სთან ჩაწერა.

„სამეფო კლუბში თამაში ყოველთვის ჩემი ოცნების ნაწილი იყო. არა ერთმა ჩემმა თანამუმელმ მიაღწია წარმატებას მადრიდში და შესაბამისად, ბრაზილიელ ბავშვებში თეთრი მაისურის მორგების სურვილი ჭარბობს. მინდა, რომ „რეალთან“ ერთად ისტორია დავწერო, რაზეც უკვე ვმუშაობ.“

„როდესაც ერთ-ერთი ტურნირიდან, სადაც „პიჩიჩისა“ და საუკეთესო მოთამაშის წოდება დავიბევე, სახლში დავბრუნდი, მამამ მიამბო „რეალის“ მხრიდან ინტერესზე, ხოლო აღნიშნულიდან 1 კვირაში მაუწყა, რომ მხოლოდ 2 დღე გვქონდა პასუხისათვის. სამწუხაროდ, ასეთი ამბის გაზიარების უფლება არ მქონდა მეგობრებისათვის. შეიძლება ითქვას, 48 საათის განმავლობაში არ მიძინია, მაგრამ ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. აქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით მიწევს ასპარეზობა.“

„ზეწოლას სათანადოდ გავუმკლავდი. ბრაზილიაშიც დიდ კლუბში გამოვდიოდი და გარკვეულწილად მქონდა ამის გამოცდილება. მშობლები და ოჯახი ყოველთვის მეხმარება სირთულეების დაძლევაში.“

„ანჩელოტი ძალიან კარგია. ის ცდილობს ყველაფრის გამარტივებას, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ჩემგან სიმშვიდის შენარჩუნებას ითხოვს.“

„ვიმედოვნებ, სამომავლოდაც გავაგრძელებ გუნდისთვის დახმარების აღმოჩენას. ამ მომენტისათვის, 18 მატჩში, 11 გოლს, 5 ასისტსა და 2 გამომუშავებულ პენალტს ვითვლი. მინდა, რომ სეზონის დასრულებამდე შევინარჩუნო ასეთი დონე და კოლექტივთან ერთად წარმატებას მივაღწიო ყველა ტურნირზე. ჩვენ ამისთვის მზად ვართ.“

„ჩვენ საკმაოდ მაღლა მივიწევთ. ფორვარდებიც გაცილებით უკეთესად გამოვიყურებით, დიდად ვუწყობთ ხელს ერთმანეთს გოლების გატანასა და მატჩების მოგებაში. ვგონებ, ასეთი ტემპით შეგვიძლია სასურველი შედეგების დადება.“

„საშინაო არენაზე თავის გამოჩენა განსაკუთრებული მომენტია. ყოველთვის ძალიან მახარებს გოლის გატანა, სადაც არ უნდა მოხდეს ეს. დიდებული რაღაცებიისთვის საჭირო ბევრი შედეგიანი დარტყმის განხორციელება და მჯერა, რომ შევძლებ.“

„დიახ, ყოველთვის ვკოცნი გუნდის გერბს. გულშემატკივრებს, კლუბის წარმომადგენლებსა და ყველას ძალიან ვუყვარვარ. მაქსიმალურად ვცდილობ „რეალმა“ მიაღწიოს იმს სიმაღლეს, სადაც არის მისი ადგილი.“

„მოედანზე ყველაზე მეტად კარიმთან ვმეგობრობ. ჩვენ ერთმანეთთან ახლოს გვიწევს თამაში. რაც შეეხება მის გარეთ, ძირითად დროს მილიტაოსა და როფრიგოსთან ერთად ვატარებ გასახდელში მე, ედერი და მარსელოს ბევრს ვიცინით ხოლმე.“

„კარიმი შთამბეჭდავი ფეხბურთელია, რომლისთვისაც სირთულე არ არსებობს. ძალიან მომწონს მის გვერდით ბურთაობა. მინდა მაქსიმალურად დავეხმარო მას, რათა კიდევ არა ერთი სეზონის განმავლობაში დარჩეს მადრიდში და ერთ მშვენიერ დღეს „ოქროს ბურთი“ მოიგოს.“

„თავდაპირველად, ძალიან რთული იყო ადაპტაციის პროცესი - ახალი ქვეყანა, ენა, გარემო და ა.შ. ჩემი ოჯახი და მეგობრები ძალიან დამეხმარნენ. ახლა ყველაფერი რიგზეა. მადრიდი მალევე შემიყვარდა და ჩემი მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე „ბლანკოსის“ შემადგენლობაში და ისტორიის ახალი ფურცელი დავწერო.“

MARCA


1

1 დეკემბერი 2021 08:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 876
სიტყვები აღარ მაქვს საღოლ ვინი.ერთ მშვენიერ დღეს ოქროს ბურთს შენც მოიგებ.
-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)