ლუკა მოდრიჩი მანჩესტერ „სიტიში“ გუარდიოლასთან?
მანჩესტერ „სიტი“ ლუკა მოდრიჩისთვის საკმაოდ მიმზიდველ წინადადებას ამზადებს. ინგლისურ კლუბს ხორვატი ფეხბურთელის უფასოდ დამატების პერსპექტივას ხიბლავს და თვლის რომ შეთანხმება შესაძლებელია...
ხოსეპ გუარდიოლას აზრით, ლუკიტას 2 წლის მანძილზე უმაღლეს დონეზე თამაში შეეძლება და ის გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მანჩესტერულმა მხარემ მოდრიჩს შესაძლოა ძალიან მიმზიდველი კონტრაქტი შესთავაზოს.
2 წელი მანჩესტერ „სიტიში“, ხოლო დამატებით 1+1 ფორმატი „ნიო იორკ სიტიში“, რომლის ხელმძღვანელობაც იდენტურია.
აღნიშნული გუნდები ერთი მმართველობისქვეშ არიან გაერთიანებულნი.
იმ შემთხვევაში, თუ მოდრიჩი შეთავაზებას დათანხმდება, მინიმუმ 3 წელი მყარი კონტრაქტი ექნება გარანტირებული, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია.
ყოველივე ზემოაღნიშნული კი იმ ფონზე ხდება, რომ ფლორენტინო პერესი გუნდის ნახევარმცველისთვის დამატებით 1 წლიან ხელშეკრულებას ამზადებს და თავის მხრივ, ხორვატსაც სურს „რეალთან“ რაც შეიძლება დიდი ხნით თანამშრომლობა.
SuperDeport-ესა და Defensacentral-ის ინფორმაციით, მოდრიჩი ამ წინადადებას მინიმუმ განხილვას დაუქვემდებარებს.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
- 30 ნოემბერი 2021
- 1 635
- 4