„ბეტისმა“ სებალიოსის საკითხი ზაფხულამდე გადადო
დანი სებალიოსის მომავალი კვლავ ბურუსით არის მოცული. ესპანური გამოცემების ცნობით, „რეალის“ ნახევარმცველის მიმართ ინტერესს არაერთი კლუბი იჩენს, თუმცა „ბეტისი“ მოწინავე პოზიციაზე...
„მარკას“ ცნობით, ანდალუსიური კლუბი ფეხბურთელის დაბრუნებას იანვარში აპირებდა, მაგრამ ხელმძღვანელობამ პოზიციების შეჯერების შემდეგ გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკებები ზაფხულამდე გადადოს.
„ბეტისს“ სებალიოსის იჯარით აყვანა აღარ სურს და ივნისში ფლორენტინო პერესს კონტრაქტის გამოსასყიდი წინადადებით მიმართავს.
იმ შემთხვევაში, თუ სება ყოფილ კლუბში დაბრუნებას დათანხმდება, ის 4 წლიან კონტრაქტს მიიღებს და ესპანეთის ნაკრებში მოხვედრის შანსიც გაეზრდება.
- 30 ნოემბერი 2021
- 496
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.