თეთრები ჯერარდს და მაიკონს შეეშვნენ
ჟოზე მოურინიოს ტრანსფერების კონსულტანტის განცხადებით მადრიდის რეალი აღარ იბრძოლებს მაიკონისა და ჟერარდის გადმოსაბირებლად.
"ჟოზემ გადაწვიტა რამოსი მარჯვენა ფლანგზე დატოვოს და მაიკონს თავი დაანებოს, რადგან ინტერმა მასში არარეალური თანხა მოითხოვა 35 მლნ. ევრო. ჟოზეს ახლა ცენტრალური მცველი სჭირდება. ჟურნალებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ჩვენ კიელინის შეძენას ვაპირებთ, ეს ყველაფერი ტყუილია, ჩვენ უპირატესობას ბრუნო ალვეშს ვანიჭებთ."
"რაც შეეხება ჟერარდს, მოურინიოს მისი შეძენა ძალიან სურდა, მაგრამ პერესმა განცახადა, რომ სტივი უკვე 30 წლისაა და მის შეძენას აზრი არ აქვს, აგრეთვე ლივერპული მასში 70 მლნ. ფუნტს ითხოვს და ამ თანხის გადახდას ჩვენ არ ვაპირებთ."
"ვუარყოფ გავრცელებულ ხმებს ზლატან იბრაგიმოვიჩის რეალში გადმოსვლის თაობაზე, მისმა აგენტმა უკვე განაცხადა, რომ იბრა ბარსაში დარჩება და იგი არ აპირებს გადასვლას არც მანჩესტერ სიტიში და არც რომელიმე სხვა გუნდში."
ინფორმაციის წყარო: Goal.Com
- 13 ივლისი 2010
- 1 365
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.