„ბლანკოსი“ ფლორიან ვირცს სხვა კლუბებს არ დაუთმობს
ახალგაზრდა ფლორიან ვირცი მადრიდის „რეალის“ რადარზე უკვე რამდენიმე კვირაა გამოჩნდა. ფლორენტინო პერესს 2003 წელს დაბადებული ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და მიიჩნევს, რომ ის მომავლის ვარსკვლავია...
ვირცის დამატებაზე „რეალის“ გარდა ტურინის „იუვენტუსი“ „ტოტენჰემი“, მანჩესტერ „სიტი“, მანჩესტერ „იუნაიტედი“, „მილანი“ და „ბაიერნი“ აცხადებენ პრეტენზიას.
მადრიდში კარგად იციან, რომ სამოქმედო გეგმა დროულად უნდა დასახონ და სისრულეში მოიყვანონ. სწორედ ამიტომ, „მერენგები“ იანვარში ფეხბურთელის წარმომადგენლობას ოფიციალურად დაუკავშირდებიან და 6 წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ.
„რეალი“ ვირცის ბუნდესლიგაში 1 წლით დატოვების პერსპექტივასაც განიხილავს და ამ იდეას მიესალმება.
- 30 ნოემბერი 2021
- 675
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.