„პსჟ“-მ მბაპეს „რეალის“ წარმომადგენლობასთან შეხვედრის საშუალება არ მისცა!
პარიზის თეატრში, „ოქროს ბურთის“ გალა დაჯილდოვებაზე, ადგილობრივი გრანდი დიდი დელეგაციით იყო წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ „პსჟ“-ს კლუბის პრეზიდენტისა და სპორტული დირექტორის გვერდით იკავებდა ადგილს „რეალის“ ისტიტუციური ურთიერთობების დირექტორიც, ხოლო მათ წინ ისხდნენ მესი, ლევდანდოვსკი, მბაპე და სხვანი.
როგორც ადგილზე მყოფი ჟურნალისტი აღწერს, ღონისძების დაწყებიდან დასრულებამდე, ნასირ ალ-ხელაიფი და ლეონარდო გვერდიდან არ სცილდებოდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელს (რომელიც გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მე-9 ადგილზე გამაგრდა). ბოსებს კატეგორიულად არ უნდოდათ, რაიმე სახის კომუნიკაცია შემდგარიყო კილიანსა და ბუტრაგენიოს შორის. შესაბამისად, ამისათვის ყველაფერი გააკეთეს.
არაბი შეიხი ჯერ კიდევ ვერ ეგუება მსოფლიო ჩემპიონის გუნდიდან გადაბარგების სცენარს. 22 წლის ფეხბურთელი რამდენიმე თვეში თავისუფალი აგენტი გახდება და შანსი მიეცემა, ბავშვობის ოცნების ახდენის. სწორედ ამიტომ, კილიანი ყოველ ჯერზე უარს ამბობს ფრანგების მსუყე შეთავაზებებზე.
DC
- 30 ნოემბერი 2021
- 896
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.