ანჩელოტი: „მათ არ უტირიათ ამის გამო“

კარლო ანჩელოტიმ „ატლეტიკთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა

„მშვიდად ვარ, ვინაიდან ჩემი ფეხბურთელები მიჩვეულნი არიან ბევრი მატჩის ჩატარებას. მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, პრობლემებს არ ვაწყდებით.“

„ბენზემას მე-4 ადგილი დაჯილდოვებაზე? ჩვენ სამართლიანი შეფასება უნდა მივცეთ ყველაფერს. აღნიშნული ჯილდო მესიმ მოიგო, რომელიც დიდებული მოთამაშეა. ინდივიდუალური ტიტულები მნიშვნელოვანია და იმედი ვიქონიოთ, შემდეგ წელს „რეალიდან“ იქნება გამარჯვებული. კარიმს მე-4 ადგილი ერგო. ეს დამატებითი მოტიავაცია იქნება მისთვის, გააგრძელოს თავდაუზოგავი შრომა, რათა მომდევნო წელს მიაღწიოს საწადელ მიზანს.“

„ვინისიუს ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ „ოქროს ბურთისთვის“ იბრძოლოს. ამასთანავე, ჩვენ გვყავს მოდრიჩი, ბენზემა, კურტუა. „ბლანკოსის“ ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა.“

„აზარი თავს კარგად გრძნობს, მან სრული დატვირთვით იმუშავა და ხვალ გუნდთან ერთად იქნება. ედენს მხოლოდ გასტროენტერიტი აწუხებდა და არაფერი სხვა. როგორც ედენი, ასევე როდრიგო, აღნიშნული ვირუსის დამარცხების შემდეგ სათანადო ფიზიკურ კონდიციებში არ არიან. სანერვიულო არაფერია.“

„ახალი ფეხბურთელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე? არა. ვფიქრობ, შემადგენლობა სრულყოფილია, ხოლო თუ ვინმეს ექნება წასვლის სურვილი, მის სტიტუაციას განვიხილავთ. ძირითად აქცენტს ზაფხულში გავაკეთებთ. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიზიდავს იანვრის სატრანსფერო ფანჯარა.“

„წავიკითხე რომ, „სევილია“ გაბრაზებულია პენალტის არ დანიშვნით. მსაჯმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მხოლოდ მაშინ უნდა მიუთითოს, როდესაც ამის რეალური საფუძველი ექნება და არა საეჭვო ეპიზოდების დროს.“

„„ატლეტიკი“ კვალიფიციური მოთამაშეები დაკომპლექტებული კოლექტივია. ისინი საიმედოდ ასპარეზობენ უკანა ხაზში, რისი წყალობითაც საკმაოდ ცოტა გოლს უშვებენ. მარსელინიო ნაყოფიერად ირჯება. ვგონებ, მეტად მომთხოვნი შეხვედრა გველოდება წინ.“

„როტაციას მაშინ მივმართავთ, როდესაც ამის აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში. თუ ფეხბურთელი დაღლილად იგრძნოს თავს, მას შევცვლით, სხვა შემთხვევაში, აზრს ვერ ვხედავ.“

„აზარმა უნდა გააუმჯობესოს სათამაშო ფორმა და რა თქმა უნდა, მეტი დრო მიეცემა მოედანზე. კიდევ ბევრი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი.“

„მესის ოქრო? როგორც „რეალის“ მწვრთნელს, გარკვეული წინააღმდეგობა მაქვს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, პირველ ადგილს მივანიჭებდი ბენზემას, მეორეს ვინისიუსს, მესამეს კურტუას, მეოთხეს კაზემიროს, მეხუთეს კროოსს, მეექვსეს კამავინგას და ა.შ. მესის საუკეთესოობა პერსონალური გადაწყვეტილებაა. ჩემთვის ეს კარიმია.“

„ლა ლიგის ფავორიტები? არ ვიცი. ჩვენი მიზანია აღებული კურსის შენარჩუნება. გუნდი დამსახურებულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს 33 ქულით.“

„ვინიმ კარგად იცის მისი პოზიცია გუნდში და კარგად იცნობს მის თანაგუნდელებს. ის თავმდაბალია, არ თვლის, რომ ვარსკვლავია, რაც ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა.“

„თუ შენ გუნდთან ერთად იგებ ტიტულებს, ცხადია, უკეთესი შანსი გაქვს დაეუფლო „ოქროს ბურთს.“ ეს ნიშანდობლივი ჯილდოა ფეხბურთელებისათვის, მაგრამ მხოლოდ ინდივიდუალური ასპექტით. ბენზემასა და ტიბოს არ უტირიათ იმის გამო, რომ პირველი ადგილი ვერ დაიკავეს.“


BD


1

30 ნოემბერი 2021 16:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 128
ვა განახლებადი ადმინ ყოჩაღ, კარგად მუშაობ, ისე ადმინ კომენტარის დალაიქება რო დაამატო კაია და კიდე სმაილები

2

30 ნოემბერი 2021 16:38

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ZIDANE5
ვა განახლებადი ადმინ ყოჩაღ, კარგად მუშაობ, ისე ადმინ კომენტარის დალაიქება რო დაამატო კაია და კიდე სმაილები

ასე რო ყოფილიყო, გიო ჰანტერი, ლეკინო და ბევრი კაი ტიპი ისევ იქნებოდნენ აქ, როცა ეს საიტი საიტობდს და მახსოვს მე, დარეგისტრირებული სრ ვიყავი მაშინ, აი ძაან მაგარი დრო იყო ეგ. მერე პროვოკატორების გამო ბევრ8 წავიდა და დაიკარგა ის მუღამი.

3

30 ნოემბერი 2021 16:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 128
ციტატა: დავიდ ალაბა
ციტატა: ZIDANE5
ვა განახლებადი ადმინ ყოჩაღ, კარგად მუშაობ, ისე ადმინ კომენტარის დალაიქება რო დაამატო კაია და კიდე სმაილები

ასე რო ყოფილიყო, გიო ჰანტერი, ლეკინო და ბევრი კაი ტიპი ისევ იქნებოდნენ აქ, როცა ეს საიტი საიტობდს და მახსოვს მე, დარეგისტრირებული სრ ვიყავი მაშინ, აი ძაან მაგარი დრო იყო ეგ. მერე პროვოკატორების გამო ბევრ8 წავიდა და დაიკარგა ის მუღამი.

კი ძMა ვიცი ესენი ყველა ჯიგრები იყვნენ, ადრე შენ რა გეწერა?

4

30 ნოემბერი 2021 16:53

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ZIDANE5
ციტატა: დავიდ ალაბა
ციტატა: ZIDANE5
ვა განახლებადი ადმინ ყოჩაღ, კარგად მუშაობ, ისე ადმინ კომენტარის დალაიქება რო დაამატო კაია და კიდე სმაილები

ასე რო ყოფილიყო, გიო ჰანტერი, ლეკინო და ბევრი კაი ტიპი ისევ იქნებოდნენ აქ, როცა ეს საიტი საიტობდს და მახსოვს მე, დარეგისტრირებული სრ ვიყავი მაშინ, აი ძაან მაგარი დრო იყო ეგ. მერე პროვოკატორების გამო ბევრ8 წავიდა და დაიკარგა ის მუღამი.

კი ძMა ვიცი ესენი ყველა ჯიგრები იყვნენ, ადრე შენ რა გეწერა?

არ ვიყავი ბრატ დარეგისტრირებული, პროსტა თვალს ვადევნებდი ხოლმე საიტს და მახსოვს რა ეგ დრო. დაჟე კულეებიც იყვნენ, მარა არაფერს აშავებდნენ და პირიქით დაჟე საკაიფოდ ბაზრობდნენ. გრასიას ხავი ერიკ აბიდალი, ერთიც მილანის ფანი იყი ბაკსი ეწერა. რავი სად გაქრნრნ ნეტავი.

5

30 ნოემბერი 2021 17:13

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მეც მახსოვს ეგ დრო არც მე არ ვიყავი მაშინ დარეგისტრირებული, მაგრამ კომების საკითხავად შემოვდიოდი საინტერესოდ მიდიოდა აზრების გაცვლა სხვადასხვა საინტერესო თემებზე და მსიამოვნებდა კომენტარებზე ჩაჯდომა. ბორდოს დავამატებდი კიდე ძან ჯიგარი იყო. მერე მართლა ძან აირია სიტუაცია და ადმინსაც ეკიდა. პროვოკატორების შემოსევა იყო და 100 დან 80 კომი გინება იყო სასტავს გინებას გამოტყუებდნენ ტიპები. ანი ბარსაც მაგარი ტიპი იყო

6

30 ნოემბერი 2021 17:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 704
ციტატა: ZIDANE5
ისე ადმინ კომენტარის დალაიქება რო დაამატო კაია და კიდე სმაილები

ეგ მართლა კარგი აზრია, ბარსამანიას აქვს.

7

30 ნოემბერი 2021 17:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0

8

30 ნოემბერი 2021 17:29

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კალატოზმაც თქვა და მეც ვეთანხმები. კოპა ამერიკა როგორც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ იმართებოდა და ოღონდ მესის მოეგო და ყოველ წელს ატარებდნენ უკვე კოპა

9

30 ნოემბერი 2021 18:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 773
ციტატა: Barrett
კალატოზმაც თქვა და მეც ვეთანხმები. კოპა ამერიკა როგორც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ იმართებოდა და ოღონდ მესის მოეგო და ყოველ წელს ატარებდნენ უკვე კოპა
-----------------------
barca o muerte. antimadridistas forever

10

30 ნოემბერი 2021 20:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
მოდით ყველამ ვთქვა რომ ლევანა იმსახურებდა ოქროს ბურთს. არ მეთანხმებით?

11

1 დეკემბერი 2021 10:07

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კოპა ოფიციალურად ყოველ ორ წელში ჩატარდება, როგორც ადრე იყო, მესი არაფერ შუაში არაა, დაიკიდეთ ეგ თემა, მოგონილ დებილობებს ნუ აყვებით, რაც შეეხება ოქროს ბურთს, წელს რეალიდან არავის ეკუთნოდა, ეს ფაქტია, ხოდა დალშე მესის მიცემენ თუ ლევანდოვსკის ჩემთვის პირადად ერთი ყველია, მთავარია ბენზემას აქვს 21-22 სეზონზე კაი სტარტი და როგორც იცის ხოლმე მეორე ნახევარში გამოშტერება, ეხლაც არ დაემართოს და მომავალ წელს ექნება შანსი ასე თუ გააგრძელა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)